პოლიტიკა

“დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ ლოზუნგით –  “დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“

დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლა იგეგმება.

აქციის მონაწილეებს ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში”, სსკ-ის მუხლი 314 ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე”.

პარლამენტთან ასევე ბანერებზე გაკრულია ნათია თურნავას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლეების – ირაკლი შენგელიას და ლევან მურუსიძის ფოტოები.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები მთლიან პერიმეტრზე არიან განლაგებული.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია