პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს, როგორ დაიცვან ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ძლიერმა სიცხემ შესაძლოა ,გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

„ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის.

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს :

თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.

მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას; გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;

ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;

გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;

თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;

არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;

დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება“, – აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ასევე ნახეთ

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა. დაჭრილი …