დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ იაშვილის კლინიკაში.
ცნობილია, რომ აფეთების შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში, ერთ წლამდე ბავშვი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება 1 სექტემბერს, გამთენიას მოხდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვის დედა. 30 წლამდე ქალი ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.
ცნობილია, რომ დედა-შვილი ნიგერიის მოქალაქეები არიან. მეზობლების ინფორმაციით, მათ ბინა რამდენიმე დღის წინ იქირავეს.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს – არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდით მდებარე სახლში იმყოფებოდა.