Breaking News

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობრივად არის მოკლული

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობრივად არის მოკლული. „ინტერპრესნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ თავიდანვე დარწმუნებული იყო ამაში და ბრძოლას ბრძოლას გააგრძელებს სიმართლის დასადგენად.

„ჩემთვის ეს დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, მე თავიდანვე, მყარად ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული.

ბრძოლას გავაგრძელებ ბოლო წუთამდე, ბრძოლა ისეთი მექნება, როგორიც ჯერ არავის უჩვენებია, ისეთ ბრძოლას გავაჩაღებ“,- განაცხადა ხუტაშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება, სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა.

დიდ დიღომში, მიმდინარე წლის მარტში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია