პოლიტიკა

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარი გახდება

ძაღლის ღია სივრცეში ტარებაზე საბელის ან ალიკაპის გარეშე ტარებაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მოამზადდა.

კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

პროექტით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ძაღლის ჯიშები კანონპროექტის მეორე მოსმენისას დაკონკრეტდება.

ასევე ნახეთ

ცესკო – საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია