პოლიტიკა

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში – კუნძულ ლესბოსზე ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ტყეში გაჩენილმა ხანძრებმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ხანძრის ორი კერიდან ერთი სოფელი ვრისას მიმართულებით გავრცელდა, მეორე კი სანაპირო კურორტ ვატერასკენ, სადაც, სულ მცირე, ორი სახლია დამწვარი.

„ტერიტორიაზე კვლავ ჩანს კვამლის უზარმაზარი ნაკადი. მას თან ახლავს ძლიერი ქარი, რაც სასწრაფო დახმარების სამსახურებს ხანძრის ჩაქრობას ურთულებს“ – წერს Euronews-ი.

ხანძრის ჩაქრობას, 19 მანქანით, 81 მეხანძრე-მაშველი, 5 სამოქალაქო ჯგუფი, 9 თვითმფრინავი და 1 შვეულმფრენი ცდილობს. ოფიციალური ინფორმაციით, მუშაობის დროს, ერთი მეხანძრე დაშავდა.

 

ასევე ნახეთ

აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება შედგა

აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა­ და აშშ-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია