პოლიტიკა

ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.

„მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ მერიაში.

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ

ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება …

ჩანთების ონლაინ მაღაზია