პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ექიმი როსტომ შველიძე. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად #გმირო“, – წერია Facebook გვერდის – „ყველაფერი მედიცინაზე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.