პოლიტიკა

ექიმის განცხადებით, საგარეჯოში დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია

საგარეჯოში დაშავებული ერთერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია. ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკიდან დღეს გაწერენ.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ერთ საათში ბინაზე გაეწერება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე საჭიროა დაკვირვება“, – განაცხადა რევაზ ომიაძემ.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა.

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...