პოლიტიკა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აპრილს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, გლდანი, ხოლო 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქალაქ მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, მუხრანის, ღვინჯილიას, სააკაძის, არსუკიძის, გამარჯვების, შრომის, გორგასლის, ქართლის, სანაპიროს ქუჩებზე.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე, დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, შარახევი, გუდრუხი, შუაფხო, როშკა, თხილიანა, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში.

მათ აღნიშნეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია