პოლიტიკა

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა.

ექიმის თქმით, 13 წლის გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მოყვანილი იქნა ორი ბავშვი 13 წლის, მოხდა პირველი პაციენტის სტაბილიზაცია მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილი იქნა პედიატრიულ კლინიკაში.

რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია