პოლიტიკა

ერევანში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა

ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა.

საგანგებო სამსახურების ცნობით, სავაჭრო ცენტრში ხანძარია და შესაძლოა, შენობაში კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და მაშველები.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია