პოლიტიკა

ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხეს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში სიცხეს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა გრძელდება, 360 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრნობით წერს.

ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში 40 გრადუსს აღწევდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ანომალიურ სიცხეს 238 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობას ხანდაზმულები წარმოადგენენ.

პორტუგალიაში, ესპანეთსა და ასევე საფრანგეთში ტყის ხანძრები გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია