პოლიტიკა

თბილისის მასშტაბით 2100-ზე მეტი გამათბობელი ავარიულ მდგომარეობაშია

ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზის გამათბობლების შემოწმება უკვე მიმდინარეობს. ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის თქმით, წელსაც რთული მდგომარეობაა, ამ დროისთვის შემოწმებული გამათბობლების 2100-ზე მეტი ავარიულ მდგომარეობაშია და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. “სოკარ ჯორჯია”-მ და “საქოგგაზი”-მ 170 000 აბონენტიდან 43 000-ის გამათბობლები ვერ შეამოწმეს, რადგან ისინი სახლში არ შეუშვეს. მოქალაქეებს შეეძლებათ გამათბობლების შემოწმება კომპანიის წარმომადგენლებთან წინასწარი შეთანხმებით, თუმცა ეს პროცესი ხშირად პრობლემურია.
გამათბობლის ჩართვამდე აუცილებელია მისი შემოწმება! +995 32 2404004 მომსახურება უფასოა.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია