Breaking News

4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლოა აზარტული თამაშები აიკრძალოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აპირებს, რომ 4100 ლარზე ნკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის აზარტული თამაშები აკრძალონ. ორგანიზაციის პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამ მიზნით მზადდება შესაბამი კანონპროექტი.

„ჩვენი მიზანია, რომ წლიურად 50 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს არ ჰქონდეთ აზარტულ თამაშებში ჩართვის უფლება.იმ შემთხვევაში თუ პირის წლიური შემოსავალი ამ თანხას აღემატა, ის შეძლებს თამაშს და მხოლოდ შემოსავლის 12%-ის დახარჯვას. საჭიროა რისკების დეტალური ანალიზი“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივის წარდგენის ზუსტი დრო უცნობია, ქვეყნის  პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ადამიანების ინტერესების გათვალისწინება.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია