“არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”- დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება.
“გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე “უმრავლესობამ”, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან 15:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.