„ვოისს რაც შეეხება, გამოვედი, რომ შანსი მიმეცა ჩვენი ქვეყნისთვის, ყოფილიყო ყველა ქვეყანას შორის გამორჩეული და ნამდვილი და გვქონოდა გულწრფელი მესიჯი ევროვიზიაზე“ – მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში მის გარშემო განვითარებულ ბოლო პროცესებს ეხმიანება.
ბათილაშვილის თქმით, მას გარკვეული უსამართლობის განცდა გააჩნია.
„ამ პოსტში შევეხები რაღაცებს, რაზეც ბევრს ვფიქრობ ხოლმე და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რომლებსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოყვა.
სწორად წერა შემიძლია, მარა მოდი დავიკიდებ და როგორც ვლაპარაკობ, იმ ქართულით დავწერ ყველაფერს.
პირველ რიგში, ვინც ღელავთ როგორ ვარ და ეგეთები, სანერვიულო ეგ არ არი, იმიტომ, რომ მშვენივრად. ოღონდ პოზაში არ ვდგავარ, მართლა კარგად ვარ. ყველაფერი წინასწარ მქონდა გაცნობიერებული და ვიცოდი, მათ შორის ის, რამაც გაგაოცათ და ამხელა უსამართლობის განცდა დაგიტოვათ.
უსამართლობის განცდა მეც მაქვს, იმიტომ რომ ადეკვატური ვარ.
ძალიან ისე ჩანს ხოლმე ჩემი ცხოვრება, რო რაღაცები გამივარდა, აესე ფეხქვეშ დამეგო და მე ხო ისედაც მოვიგებ და მე ხო ისედაც ასე შემდეგ. რა შავბნელეთის პიარი აღარ მომეწყო, რამდენჯერ იყო მცდელობა, რო გადავტეხილიყავი შუაზე, მარტო ამ პროექტთან დაკავშირებით არა.
რამდენს გეგონათ რო რამე ჩაწყობილი მქონდა (მაგაზე სულ მეღიმებოდა). გეგონება ან ოდესმე სადმე ვინმე მყოლია მფარველი, ან ფულებში ვიხრჩობოდი და გავლენებში. თუკი დღეს რამე გამაჩნია, პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი ოფლით, შრომით და ხასიათით მივიღე.
რაც დღეს უკვე მოპოვებული მაქვს, მაგას ბოროტად არასდროს ვიყენებ. რამდენადაც უსამართლო იყო სამყარო ჩემ მიმართ და ვხედავდი სხვები როგორ იქცეოდნენ, რამდენადაც სხვებში მაღიზიანებდა რაღაც თვისებები, იმდენად არასდროს მე უსამართლო თამაში არ მითამაშია და მაგალითისთვის, არასდროს სული/უძრავ-მოძრავი ქონება/ტრაკი და ა.შ არ გამიყიდია რო რამე მომეგო ან მაგ კონტექსტში რამე მიმეღო.
ის ვარ, რაც ვარ და ეგრე იყო ყოველთვის.
არც ვაზელინი ვარ და არც ჩემს პრინციპებს არ ვაბიჯებ, იმიტო რო აი ეგეთი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. იმიტომ კი არა, რო თავი ყველაზე მაგარი მგონია, იმიტომ რომ უბრალოდ ეგეთი ვარ და ეგეთი მინდა ვიყო. საერთოდ ვერ ვხედავ ვინმესთან აიწონა დაიწონაზე ჩემს თავს და ვერც ვერასდროს ვხედავდი, მაგიტომ ყველასთან მეგობრობა შემეძლო, კოლეგასთანაც და არაკოლეგასთანაც, მაგრამ მათზე იმედი ხშირად მიცრუვდებოდა, იმიტომ რომ უკან იმავე ჩვეულებრივობას და ერთგულებას ვერ ვიღებდი.
ხოდა, საშინელი უსამართლობები, ტრავმები და ტ*ვნა გამოვიარე ამ ვითომ პატარა ცხოვრებაში, რომელსაც, ალბათ ვერც წარმოიდგენთ და ვერ დაუშვებთ რო გადამხდა, იმიტო რო არ მოსულა ინფორმაცია თქვენამდე, არც საჯაროდ მილაპარაკია და არც ვაპირებ.
ვოისს რაც შეეხება, გამოვედი,რო შანსი მიმეცა ჩვენი ქვეყნისთვის, ყოფილიყო ყველა ქვეყანას შორის გამორჩეული და ნამდვილი და გვქონოდა გულწრფელი მესიჯი ევროვიზიაზე. რაღაც, რაც ყველაფერზე მაღლა დგება ხოლმე საბოლოოდ. იმიტომ, რომ ახლა ეგ განსაკუთრებულად გვჭირდება (არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას) და იმიტომ რომ აი ეგ დამპალი თვისება მტანჯავს, რო მინდა რაღაცით დავეხმარო ჩემ თავს რო მერე დავეხმარო ამ ქვეყანას და საბოლოოდ ყველას, ვისაც შემიძლია.
ეგეთი აღქმა მაქვს, კი! იმიტომ რომ ვიცი მუსიკა რას ნიშნავს ჩემთვის და რომ ატომური ბომბია და რომ ყველა პოლიტიკურ სარჩულზე და *ლეობაზე მაღლა დგას ჩემი ეგ ურთიერთობა მუსიკასთან, რაც გადამდებია და რაც მსოფლიოს ყველა წერტილში შეეხება ადამიანებს, იმიტომ რომ ნამდვილი და განსაკუთრებულია.
კი! იმიტომ რომ ვერასდროს ვერ მიხვდებით რა მემართება მუსიკაზე, მოსმენის თუ შესრულების დროს, ვერასოდეს ვერ მიხვდებით რატომ ვკარგავ კონტროლს სიმღერის დროს დრაგების, ალკოჰოლის და სხვა რაღაცების გარეშე, ფხიზელი.
ბევრი იბრალებს რაღაცებს, მაგრამ მე სიბრალული მაქვს მათ მიმართ. გისურვებთ ერთხელ მაინც გამოსცადოთ როგორია გიყვარდეს შენი თავი მუსიკაში და არა მუსიკა შენში.
ვოცნებობ, ოდნავ ზუმ აუთით დაინახოთ, რამხელა უაზრობაში ხართ გაჭედილები და რისთვის იფრქცვნით ტყავს, როცა მსოფლიო ამხელაა და შესაძლებლობები დაუსრულებელი.
ნეტა ცოტაოდენის გაჩუქება შემეძლოს, მერე ვეღარც კი დაუშვებდით რაღაც სისულელეებს, რაზეც ახლა ფიქრობთ, მსჯელობთ და ამტკიცებთ. სინამდვილეში არაფერი იცით და თქვენთვის საუკეთესო შემთხვევაში,ოდესმე ამას აღმოაჩენთ.
ან გჯერა, ან არ გჯერა.
მე ვიცი რისიც მჯერა. მაგის თქმის სულ მრცხვენოდა, მეგონა რო სირცხვილია, ჩემს თავს ვეუბნებოდი, მაგ ემოციებთან დაკავშირებით ჩუმად იყავი და აკეთე რასაც აკეთებ მეთქი, მაგრამ ახლა ხმამაღლა ვამბობ, იმიტომ რომ სხვების რეაქციები ჩემი საზიდი არ არის. შეგიძლიათ იცინოთ, შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, შეგიძლიათ ეჭვი შეიტანოთ, მაგრამ რაზეც ახლა ვლაპარაკობ და დიდი ალბათობით გაუგებარია, აი ეგ რომ ოდესმე მოვა და ხელშესახები გახდება, იგრძნობთ რამდენად სასარგებლოა თქვენთვის ის, რისთვისაც ვშრომობდი და რასაც მუსიკისთვის და სამყაროსთვის ვგრძნობ.
თუკი ჩემს სფეროში ვინმე არსებობს ვისშიც რაღაც დამინახავს და ვგრძნობ, ჩემი ახლოს მიშვება უნდა და აზრი აინტერესებს, ყველას ყოველთვის ვეხმარები და ყველას ისეთ რაღაცებს ვეუბნები, რასაც ჩემს თავს ვეტყოდი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე. მკიდია კონკურენტია, თუ რამის გაყოფა უნდა ჩემთან. მაგას მთელი გულით ვაკეთებ, იმიტო რო ბოროტული ზრახვები არავის მიმართ არ გამაჩნია და სხვისი დახმარებით ჩემს თავს ვეხმარები.
ვიცი, რო ბევრი ვერ მხედავთ, მაგრამ მე გხედავთ, ძალიან მკაფიოდ.
სიყვარულმა უამრავი ემოცია მიმაღებინა. ყველა მესიჯი წავიკითხე და მგონი უპასუხოდ არავინ დამრჩენია, კიდევ გადავამოწმებ.
აი ამ უაზრო მოცემულობიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, უმრავლესობის მესიჯში მათ სხვა სათქმელთან ერთად, ამ ქვეყნიდან სასწრაფოდ წადიც აქტიურად ჟღერდა.
მოკლედ, მადლიერების იმ დოზით გადმოცემასაც ვისწავლი ალბათ ოდესმე, რა დოზითაც რეალურად განვიცდი.
დანარჩენზე არც ნაწყენი ვარ, არც გაბრაზებული და არც გაბოროტებული. სიბრალულს ვგრძნობ მხოლოდ.
ისევ იმ ლუპშია აქაურობა რაშიც იყო და საერთოდ ვერაა აღქმული ამ ქვეყნის ფარგლებს მიღმა არსებული სამყარო პრაქტიკულად ვერავის მხრიდან. სამყარო, რომელიც ძალიან განვითარებულია და რომელთან მეგობრობის ღირსიც არ ვართ, იმიტომ რომ მზად არ ვართ. ბევრი გვაქვს სასწავლი. მინიმუმ ის გვაქვს დასანახი, რომ რაზეც აქ სახეს ვიხოკავთ, მაგას განვითარებული სამყარო დასცინის.
პირში უძრახეო თუ როგორცაა ეგ, ხო იცით. დანარჩენი ძრახვა სხვა დროს, ეხლა დავიღალე.
ბევრჯერ გადამიყვარებთ და შემიყვარებთ, მარა სოფობათილას მაინც უყვარხართ, (პუტინის გარდა, მაგის დედას შევე*ი) ყველაფრის განურჩევლად და ყველაფერი კარგი უნდა თქვენთვის.
შეხვედრამდე!“, – წერს ბათილაშვილი.
ცნობისთვის, სოფო ბათილაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ, ახალ ხმაში, სოფო ტოროშელიძის გუნდში იყო წარმოდგენილი, თუმცა მიუხედავად საუკეთესო შესრულებისა, მას პროექტის დატოვება მოუხდა. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალ ხმაში გამარჯვებული მონაწილე, 2023 წელს, საქართველოს წარადგენს ევროვიზიაზე.