პოლიტიკა

გარდაიცვალა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა პროდიუსერმა დაუდასტურა.

ვახტანგ კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია („შეხვედრა მთაში“), ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო“, 1968), გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი“, 1971), პავლე („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვალიკო მიზანდარი („მიმინო“, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი („იცოცხლე გენაცვალე“, 1981), და სხვ. იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „იცოცხლე გენაცვალე“ (1981), „მამაკაცები და სხვები“(1985); 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია