Georgian Airways-მა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებზე ბილეთის ფასი გააორმაგა. ინფორმაცია ავიაკომპანიამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთები, დაახლოებით, ერთი თვის წინანდელ ფასებთან შედარებით, ორჯერ გაძვირდა. მოსკოვი-თბილისის რეისზე ცალმხრივი ბილეთი 28 ივლისიდან დაახლოებით, 1000 დოლარი ეღირება.
ეკონომ-კლასის ბილეთები 30 ივნისიდან, დაახლოებით, 500 დოლარი იქნება. ეს ფასი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პერიოდიდას ორჯერ აღემატება.
რუსული ავიაკომპანია Azimuth 19 მაისიდან ასრულებს მოსკოვი-თბილისის რეისს , ხოლო Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ოთხი წლის შემდეგ პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგო ვლადიმერ პუტინის განკარგულების მერე მოხსნა.