პოლიტიკა

Georgian Airways-მა ბილეთის ფასი მოსკოვი-თბილისის რეისზე გააორმაგა – 28 ივლისიდან ცალმხრივი ბილეთის ფასი 1000 დოლარამდე ეღირება

Georgian Airways-მა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებზე ბილეთის ფასი გააორმაგა. ინფორმაცია ავიაკომპანიამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთები, დაახლოებით, ერთი თვის წინანდელ ფასებთან შედარებით, ორჯერ გაძვირდა. მოსკოვი-თბილისის რეისზე ცალმხრივი ბილეთი 28 ივლისიდან დაახლოებით, 1000 დოლარი ეღირება.

ეკონომ-კლასის ბილეთები 30 ივნისიდან, დაახლოებით, 500 დოლარი იქნება. ეს ფასი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პერიოდიდას ორჯერ აღემატება.

რუსული ავიაკომპანია Azimuth 19 მაისიდან ასრულებს მოსკოვი-თბილისის რეისს , ხოლო Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ოთხი წლის შემდეგ პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგო ვლადიმერ პუტინის განკარგულების მერე მოხსნა.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია