პოლიტიკა

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია,  რომ კომპანია მზადაა ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გარკვეული პირობით მართვაში გადასცეს.

“ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს,”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები 18 დღის მანძილზე აქციას მართავდნენ. მაღაროელების მთავარი მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 20%-ით ზრდას იყო.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია