Breaking News

გია ბარამიძის 18 წლის გერი მოულოდნელად გარდაიცვალა

პოლიტიკოსი გია ბარამიძე ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა ეროვნებით უკრაინელ ქალბატონზე, ანა ფილიპჩუკზე. გუშინ მან ტრაგიკული ამბის შესახებ შეატყობინა საზოგადოებას, რომ მისი 18 წლის ქალიშვილი მარია ტერეშჩენკო მოულოდნელად გარდაიცვალა.

“2023 წლის 3 ივნისს ჩემი გოგონა ზეცაში გაფრინდა”, – დაწერა ანამ სოციალურ ქსელში. მეუღლის პოსტი გია ბარამიძემ გააზიარა და კომენტარი გააკეთა:

“თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! არ ვიცით, რა მოუვიდა ბავშვს (18 წლის ახლახან გახდა). ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!”

გია ბარამიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია