პოლიტიკა

გიგა ბოკერია – დღეს არის ბოლო ფურცელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს სწირავდნენ

დღეს არის დღე ბოლო ფურცელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს წირავდნენ, ბოლო ფურცელი იყო სწორედ დღეს, 7 აგვისტოს ჩვენი მთავარი გარე მტრის აგრესიისა. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი და თავისუფლება, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა გრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, ის, რაც უკრაინაში ხდება, არის ამ ბრძოლის გაგრძელება.

„ჩვენი ვალია, რომ ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს და არავის მივცეთ საშუალება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, რომ ქვეყნის თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს. ეს მავნებლური ნაბიჯი ამ პოლიტიკურ რეჟიმს წლებია გადადგმული აქვს, რომ რვაში აღნიშნავს, რომელიც არის დამთხვევაში რუსულ პროპაგანდასთან, მაგრამ ყველანაირი ცერემონიალური ასპექტის მოხსნა ​ შვიდში არის დამატებითი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ ეს არ უნდა გვიკვირდეს. ახლა ეს ყველაფერი ჩანს უფრო მტკივნეულად და აშკარად, მაგრამ ზოგადად, წლებია ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მრავალ საკითხში თუ ყველაფერში არა, მტრის პროპაგანდას უწყობს ხელს“ – განაცხადა ბოკერიამ.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია