პოლიტიკა

გიორგი გახარია – ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის

წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება – ამ ქვეყანაში ახალგაზრდებიდა სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

გახარია ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს.

„ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის.

წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება.

ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!“- წერს გახარია.

შეგახსენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.

ასევე ნახეთ

სამოქალაქო აქტივისტს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია