პოლიტიკა

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ

“გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა და გახარია კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.

თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართულ ოცნებას”.

“ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა შეცდომა დაუშვით “ქართული ოცნება”. დანდობა არ იქნება, გპირდებით! საქართველოს პროკურატურა, 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი, დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !”, – წერს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა “უდიდესი შეცდომა დაუშვა”

“ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა ხომ გახსოვთ გახარია მიმართ? დღეს ეს იყო პირადად ივანიშვილი. პასუხისმგებლობაც არის პირველ რიგში ივანიშვილის. ბიძინას შიში რომ გახარიას ჰქონოდა, პოლიტიკაში არ დარჩებოდა. უდიდესი შეცდომა დაუშვა. უდიდესი”, – წერს მეზვრიშვილი.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე “მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს” და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს.

“ერთი მტკიცებულება მაინც რომ დამხვდეს განადგურებული, ცუდად იქნება. კამერები, ანაბეჭდები და ა.შ.!

ვურეკავ აჭარის ა/რ პროკურორს. არ მპასუხობს. შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”, – წერს მეზვრიშვილი.

ასევე ნახეთ

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება

სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, – ამის შესახებ ნათქვამია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია