პოლიტიკა

გუგლის ანიმაცია ანა ფრანკის დღიურის გამოცემიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად

ანა ფრანკის დღიურის პირველი გამოცემიდან 75 წლისთავი გუგლმა ახალი დუდლით და ანიმაციით აღნიშნა.

მსოფლიოში ცნობილი დღიურის ავტორი, რომელიც 15 წლის ასაკში ნაცისტური გერმანიის სასტიკ ქმედებებს ემსხვერპლა, ანიმაციაში მისი ნაწერების საშუალებითაა გაცოცხლებული. სლაიდშოუში დღიურის ყველაზე ემოციური სტრიქონებია გამოტანილი, რომლებიც გვიყვება, რისი გადატანა მოუხდათ ანას ოჯახსა და მეგობრებს.

დუდლისა და ანიმაციის შესაქმნელად გუგლმა ანა ფრანკის ფონდთან ითანამშრომლა, რომელიც ოტო ფრანკის, ანას მამის, დაფუძნებულია; ილუსტრაციების მხატვარი კი თოკა მაერია. მაერის თქმით, მას, როგორც გერმანელს, ჰოლოკოსტთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, ამდენად, პროექტზე მუშაობა დიდი პატივი იყო.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია