პოლიტიკა

ჰიპერმარკეტ “გორგიას” გადაწყვეტილება

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების პარალელურად, სკანდალში გაეხვა. საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრაციების დარბევის პარალელურად, ქსელში სათვალეები, ნიღბები და ჩაფხუტები გაყიდვიდან ამოიღეს, რასაც მომხმარებლის პროტესტი მოჰყვა.

დღეს გორგიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ხსენებული პროდუქტის გაყიდვა ქსელს ხელისუფლების მიერ შეეზღუდა.

“გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი. ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია”, — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

მოგვიანებით, გავრცელდა გორგიას თანამშრომლებისათვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია მისცემს მათ საშუალებას, ამ პროდუქტების არსებული მარაგები უსასყიდლოდ გამოიყენონ.

ასევე ნახეთ

შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ სიკვდილამდე მან სოციალურ ქსელში ვიდეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია