პოლიტიკა

გუდაურში 12 ადამიანი გარდაიცვალა – “ცხედრები რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში იქნა ნანახი” – შსს

გუ­და­ურ­ში მდე­ბა­რე ინ­დუ­რი რეს­ტორ­ნის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მო­წყო­ბილ სა­ძი­ნე­ბელ სივ­რცე­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ამა­ვე ობი­ექ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 12 პი­რი­დან 11 უცხო ქვეყ­ნის, ხოლო ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.”ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ სა­ვა­რა­უ­დოდ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა 12 პირი, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყეს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გუ­და­ურ­ში მდე­ბა­რე ინ­დუ­რი რეს­ტორ­ნის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მო­წყო­ბილ სა­ძი­ნე­ბელ სივ­რცე­ში, ნა­ნა­ხი იქნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამა­ვე ობი­ექ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, შიდა, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო გე­ნე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გუ­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ მას შემ­დეგ ჩარ­თეს, რაც ობი­ექტს დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.გარ­დაც­ვლი­ლი 12 პი­რი­დან 11 უცხო ქვეყ­ნის, ხოლო ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ – კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო- სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია