პოლიტიკა

გუგა ქაშიბაძე – საქართველო არამარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა

ამ სეზონზე საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს მივხვდი შემოვლაზე, საქართველო არამარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა –

ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გუშინ 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. შედეგად, მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაზიანებული აქვს კანი გულმკერდსა და ზემო კიდურებზე. წელს ეს პირველი შემთხვევაა და სამჯერ დავაკაკუნებ, იმედია, ბოლო იქნება“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი მკურნალობას ბავშვთა განყოფილებაში გადის.

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...