პოლიტიკა

გვალვა იტალიაში და საგანგებო მდგომარეობა

იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი გვალვა არ ყოფილა.

საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში.

მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. ადგილობრივი ხელისუფლება, გვალვის შედეგების დასაძლევად, 36 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

იტალიის ასობით ქალაქში იძულებულები გახდნენ, წყლის მომარაგება დაეწყოთ. მათ შორისაა ვერონა და პიზა.

გვალვის გამო, მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის დონემ დაიკლო, რამაც ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობის შემცირება გამოიწვია.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია