პოლიტიკა

ილია მეორე – ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა.

„დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ჩვენ გვესმის დავით მეფის, წინასწარმეტყველის სიტყვები, „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დასძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას.

რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია