პოლიტიკა

ინჟინრებმა გულის მინიატურული პარკუჭი გამოზარდეს, რომელიც ფეთქავს

მკვლევრებმა ტორონტოსა და მონტრეალის უნივერსიტეტებიდან გამოიყვანეს 1 მილიმეტრის სიგრძის ძარღვი, რომელიც არა მარტო ფეთქავს, ადამიანის ემბრიონის პარკუჭის მსგავსად სითხის გადასროლაც შეუძლია.

“ჩვენი მოდელით ჩვენ შეგვიძლია გადატუმბული სითხის მოცულობისა და წნევის გაზომვა”, — ამბობს სარგოლ ოხოვატიანი, მედიცინის ბიოინჟინერი. “ეს ორი რამ წინა ცდების დროს შეუძლებელი ჩანდა”.

დღემდე მკვლევრები იყენებენ ცხოველების ცოცხალ გულს იმის შესამოწმებლად, როგორ მოქმედებს მკურნალობის ახალი მეთოდი მფეთქავ გულზე, მაგრამ ეს მთლად ეთიკური მიდგომა არაა.

ეს ახალი მინიატურული პარკუჭის 3D მოდელი კი ლაბორატორიაში სინთეტიკური და ბიოლოგიური მასალების შერწყმის შედეგადაა გამოყვანილი.

საკუთრივ უჯრედები ვირთხის გულის კუნთიდანაა აღებული და პოლიმერის ბადეზეა ქსოვილად გამოზრდილი. ბადემ ქსოვილს ზრდის ისეთი მიმართულება მისცა, რომ ის მაქსიმალურად დამსგავსებოდა ადამიანის მარცხენა პარკუჭის კედელს, რომელსაც დიდი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა შეუძლია აორტაში.

მიუხედავად იმისა, რომ პარკუჭის ეს მოდელი საკმაოდ მინიატურულია, ეს არის კარგი დასაწყისი მეტად ძლიერი და მრავალშრიანი სისტემის შესაქმნელად.

ისიცაა შესაძლებელი, რომ სამომავლოდ ამ მოდელისთვის შრეებისა და და გულის სხვა ნაწილების დამატებით სრულად ფუნქციონირებადი გულიც კი მივიღოთ, რომლის გადანერგვა იქნება შესაძლებელი.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია