პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, მოხდება უმკაცრესი რეაგირება

ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია