პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს, ეს ჩვენთან არ მოხდება

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლგბტ თემის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში დაუშვებელია.

ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში უკვე ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„მე თქვენი მედიასაშუალებით გავეცანი ამ მონაცემებს. ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22% თავს ლგბტ-დ აცხადებს, რაც ვფიქრობ არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს, საერთოდ ყველა ადამიანის უფლებაა ცხოვრების როგორ წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში ვერევით, არავის პირად ცხოვრებაში ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. აი, ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა რესტორან „მაკდონალდსთან“ დაკავშირებულ ბროშურებზე და აღნიშნა, რომ საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იყო.

„რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში სწორედ ბავშვებში მიმდინარეობდა ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ განმარტებები მოვისმინეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი“,- აცხადებს ღარიბაშვილი.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია