პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე – ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა.

მან განმარტა, რომ აღნიშნული პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ ბიბილეიშვილის ახლობელმა მიაწოდა.

მინისტრი თქმით, პიროვნებამ, რომელმაც ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ განაცხადა, სახელი და გვარი არასწორად თქვა, თუმცა დაზუსტების შემდეგ მყისიერად მოხდა აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირება.

„ის, რომ ადამიანი, რომელიც ირიცხებოდა სიაში არის ჯანმრთელად მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის. ვიღაც ახლობელმა დარეკა, თქვა, რომ ამ პიროვნების ოჯახმა თქვაო, რომ ვერ ვუკავშირდებითო და აი, გეუბნებითო. შემდეგ ამ კაცმა თქვა, უი, სახელი და გვარი ასე კი არა, ასე არისო. დაუკავშირდნენ, დააზუსტეს, როგორც კი ამ კაცმა სწორად თქვა სახელი და გვარი, მყისიერად მოხდა ამ კაცთან დაკავშირება“, – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა  საზოგადოებად შეატყობინა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი ცოცხალი და ჯანმთელი იყო. ის შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში, იყო თუმცა დადგინდა რომ იქ არ იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია