პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი – 12 რეკომენდაციის შესრულება იმისთვის არ არის, რომ ბრიუსელს ესიამოვნოს ან ბრიუსელში ადამიანები გაახაროს, ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება

12 რეკომენდაციის შესრულება იმისთვის არ არის, რომ ბრიუსელს ესიამოვნოს ან ბრიუსელში ადამიანები გაახაროს, ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსს ქვეყნები ავტომატურად ვერ დაიმსახურებენ, ეს სურვილი უნდა გამოჩნდეს სერიოზული რეფორმების გატარების მხრივ.

„საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ახლა თქვენი მომავლისთვის გადამწყვეტი დროა რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს რა მომდევნო ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გამოქვეყნდება ანგარიშის საქართველოს შესახებ და მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა და ევროკავშირი მონდომებულია საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება სერიოზული გადაწყვეტილებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რასაც ქვეყნები ავტომატურად იმსახურებენ – ეს სურვილი უნდა გამოჩნდეს სერიოზული რეფორმების გატარების მხრივ ევროკავშირის ღირებულებების გათვალისწინების მხრივ და ჯერ კიდევ სამუშაოა. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 12 რეკომენდაცია რომელიც უნდა შესრულდეს და რომელიც ევროკომისიის მიერ არის განსაზღვრული და გამოქვეყნებული.

ამ 12 რეკომენდაციის შესრულება იმისთვის არ არის, რომ ბრიუსელს ესიამოვნოს ან ბრიუსელში ადამიანები გაახაროს, ამ სხვა წევრ ქვეყნებში, ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.

საქართველოს მოქალაქეების 80% ევროკავშირში გაწევრიანება მხარს უჭერს. მინდა მადლიერება გამოვხატო მათდამი ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – თქვა მან.

ასევე ნახეთ

სახალხო დამცველი – პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი -კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში

სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდოარასათანადო მოპყრობის ფაქტი, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია