პოლიტიკა

კახა კალაძე – ისინი, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან – ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია

ისინი, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან – ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია, ეს კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან, ვინც ქვეყნის მტერია , – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახი კალაძემ კრიტიკას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა. მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა “ნაცია”.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ, ადრე შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ და მათ შორის, ფეხბურთისთვისაც ჩამოეშორებინათ, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ეს დრო წარსულს ჩააბარა.

“ის, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან. ყველანი სახელებითა და გვარებით ვიცით. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ფრთის ქვეშ არიან. მსგავსი ადამიანები ამ ქვეყანაში სიმშვიდეს, განვითარებას, გამარჯვებას ეწინააღმდეგებიან. არცერთ მტერს არაფერი გამოუვა. ქვეყანაში მშვიდობა იქნება, არანაირი მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

როინ ქოჩორაშვილის სტატუსთან დაკავშირებით დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, რომ სპორტი, ფეხბურთი როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ. ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია. ეს კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან, ვინც ქვეყნის მტერია.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ისინი თავის დროზე შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ და მათ შორის, ფეხბურთისთვისაც ჩამოეშორებინათ. შესაძლოა, მათი ოჯახის წევრებისთვის ეკეთებინათ მძიმე რაღაცები, ვიღაც დაეჭირათ.

მე მინდა ბიჭებს გამარჯვება ვუსურვო, მათ წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, ყველას ვაჩვენებთ, რომ საქართველო იქ შემთხვევით არ მოხვედრილა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია