პოლიტიკა

კახა კალაძე – სექტემბრიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას ვიწყებთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. დედაქალაქშია რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება.

მერის თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება.

“მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ეს სიახლე იმ ადამიანებს ეხება, ვინც ენდოპროთეზირებას საჭიროებს. აღნიშნული ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სექტემბრიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას დავიწყებთ. აღნიშნულ ოპერაციას თბილისის მერია დააფინანსებს. ახალი პროგრამა მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციას დააფინანსებს. ამისთვის, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად 6 000 ლარი იქნება განსაზღვრული, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი ნახევარი მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე ნახეთ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს-მ ხანძარის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია