პოლიტიკა

კახა კალაძე – სტატისტიკა გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემაა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო სტატისტიკა გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემაა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

მისი თქმით დღეს, თბილისში პიკის საათებში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, 2012 წლამდე კი ეს მონაცემი დაახლოებით 180 ათასი იყო.

„2012 წლამდე, თბილისში, პიკის საათებში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, პიკის საათში, თბილისში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება. ხედავთ, რა ციფრებზეა საუბარი. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ადამიანებზე აისახება. ამიტომ, კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული მიმართულება ყველანაირად მოწესრიგებული იყოს და გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია