Breaking News

კახა კალაძე – უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება

უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ის უნივერსიტეტის ქუჩაზე თავია მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა და საბოლოო სამუშაოებს გაეცნო.

„ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო გადაადგილების თვალსაზრისით, ორშაბათიდან მთლიანად მოხსნილი იქნება.

ცხადია, იყო დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, არა მარტო ამ ქუჩაზე, არამედ, ზოგადად, საბურთალოს რაიონში ბევრი პრობლემა შექმნა აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვამ, თუმცა სხვაგვარად შეუძლებელია ამ მასშტაბისა და ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, საგზაო სავალი ნაწილის სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები, ასევე, შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი. მისივე თქმით, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

Check Also

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია