Breaking News

კახეთი New York Times-ის 2023 წლის სამოგზაურო რეკომენდაციებში მოხვდა

New York Times-მა 2023 წლისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, თუ რომელ ქვეყნებში უნდა ვიმოგზაუროთ მსოფლიოს მასშტაბით. როგორც თავად აღნიშნავენ, პანდემიის დასრულებამ სამყაროს შესწავლისადმი სწრაფვა კიდევ უფრო გააღრმავა და ამიტომაც შეარჩიეს 52 ქვეყანა, რომელთა შორისაც, 23-ე ადგილას მოხვდა კახეთი.

ასევე, სიას თან დაურთეს მოკლე ინფორმაცია, თუ რითაა კონკრეტული ქვეყანა გამორჩეული — საკვების, კულტურის, თავგადასავლების თუ ბუნებრივი სილამაზის გამო. კახეთის შემთხვევაში კი ნიუ-იორკ თაიმსმა მისი მეღვინეობის 8000-წლიან ტრადიციაზე გააკეთა აქცენტი, როგორც ღვინის სამყაროს ცენტრში მყოფ რეგიონზე. ასევე, აღნიშნულია, რომ ახლახან შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტმა ერთ მილიონ ბოთლს გადააჭარბა და ყოველწლიურად თითქმის 29%-ით იზრდება.

Check Also

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია