პოლიტიკა

კარდაშიანები შოუს ახალი სეზონით ბრუნდებიან

კარდაშიანებმა თავიანთი რეალითი შოუს ახალი სეზონის გამოსვლა დააანონსეს.

ტრეილერის გამოქვეყნებასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ The Kardashians მეორე სეზონით 22 სექტემბერს დაბრუნდება.

შოუს ერთგული მაყურებლები ამ სეზონს განსაკუთრებულად ელოდებოდნენ, რადგან ის კარდაშიან-ჯენერების ოჯახში ბოლო თვეებში განვითარებულ გახმაურებულ ამბებს მოიცავს — კიმის ახალი შეყვარებული და კაილის მეორე შვილი.

კარდაშიანების ოჯახი მსოფლიომ 2007 წელს გაიცნო, როცა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადაღებული რეალითი შოუ დაიწყო. შოუს ძირითადი ხაზი ოჯახის ექვსი წევრის გარშემო ვითარდება — კორტნი, კიმ და ქლოი კარდაშიანები, კენდალ და კაილი ჯენერები და ასევე მათი დედა, კრის ჯენერი. პოპკულტურის ცნობადმა სახეებმა მოგვიანებით არაერთი ბრენდიც დააფუძნეს, რის შედეგადაც ყველა მათგანი მილიონერი გახდა; კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერი კი შემდგომ მილიარდერებადაც იქცნენ.

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია