პოლიტიკა

კასს ლენდის “ბრილიანტის” ხიდი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე კომპანია KASS LAND-მა, მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობისთვის 120 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

დაშბაშის კანიონის ხეობის მოსანახულებლად მისულ ვიზიტორებს, წინ საოცარი თავგადასავალი და უნიკალური სანახაობა ელოდებათ.

ულამაზესი ხედები, პანორამული გადასახედები, ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკები, მოსასვენებელი კოტეჯები და რაც მთავარია, მსოფლიოში უნიკალური 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუა ნაწილშიც 200 მეტრი სიმაღლეზე განთავსებული ბრილიანტის ფორმის კაფე-რესტორანი.

”ბრილიანტის” ხიდი რეგიონში უნიკალურია, ამიტომ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ხიდის შესახებ წერენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა Fischundfleisch, CNN .

ასევე, კასს ლენდის “ბრილიანტის” ხიდის ფოტოებმა ANP Foto-ს Top პოზიციაც დაიკავა.

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია