პოლიტიკა

კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს: მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები

თბილისი მერი, კახა კალაძე „ეკო სერვისის“ თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც „იმედინიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის მერმა დევი მეზურნიშვილს მადლობა გადაუხადა. “მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები თქვენი”,-უთხრა მას კახა კალაძემ.

სწორედ ვაკის პარკის უფროსმა მებაღემ, დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა ორი მოზარდი შადრევნიდან. დევი მეზურნიშვილის თქმით, იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ფიქრობდა.

„ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი“, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრაზე.

ასევე ნახეთ

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია