პოლიტიკა

კახა კალაძე – მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანიის უპასუხისმგებლობა, სარეაბილიტაციო პროცესის დაგვიანებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ-პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელიც გახდა ტენდერში გამარჯვებული. დაახლოებით 210 დღე იყო განკუთვნილი, რომ სამუშაოები დასრულებულიყო, ამ პროცესმა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა. კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება გახდა საჭირო. ეს პროექტში არ იყო გათვალისწინებული და ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია.  ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. ეს ყველაფერი კი, აისახება ჩემზე, თანაგუნდელებზე, ვინც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ქალაქი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც გითხარით, სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. უახლოეს მომავალში მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება შესაძლებელი, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ მოემსახუროს ადამიანებს “, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია