პოლიტიკა

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ გვირაბის გაგანიერებასა და მოწესრიგებაზე ექსპერტების ჩართვა დაავალა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერსა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს დაავალა, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის მართვაზე დაიწყონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრობლემა იქმნება მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, სადაც მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება.

„იმ 70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა.

მინდა, მოგიწოდოთ უფრო მეტი ჩართულობისკენ, ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით. პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებასა და მოწესრიგებაზე, რათა ამ გვირაბში გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, მეტროპოლიტენში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მუდმივად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები როგორც მგზავრთა უფრო დიდი ნაკადების მომსახურების, ისე უსაფრთხოების მიზნით.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებამდე და შემადგენლობების დამატებამდე, მეტროში მოცდის დრო 7-8 წუთიდან სამ წუთამდე შემცირდა. გარდა ამისა, მერმა აღნიშნა, რომ მეტროში სრულად შეიცვალა ძალოვანი კაბელები სასიგნალიზაციო სისტემებისა და დისპეჩერიზაციის მოწყობის ჩათვლით. ასევე, შეიცვალა სავენტილაციო აგრეგატებიც.

ასევე ნახეთ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან იყო. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია