პოლიტიკა

კესარია აბრამიძე მოკლეს

თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს.

მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს “კურიერის” გადამღები ჯგუფიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია.

შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია