პოლიტიკა

კლდის მასის ჩამოშლის გამო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა ამ დროისთვის შეზღუდულია

კლდის მასის ჩამოშლის გამო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა ამ დროისთვის შეზღუდულია.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განაცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტული ღონისძიება გატარდება.

„მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცავი და სამაშველო სტრუქტურის წარმომდგენლები, ასევე ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ველოდებით გეოლოგებს, შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტულ ღონისძიებას გავატარებთ. ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია, ასევე, მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. პანიკური ვითარება არ ყოფილა, როგორც კი განხორციელდა კლდოვანი ფხვიერი მასის ჩამოსვლა, მონასტერში მოქალაქეების შემოსვლა შეიზღუდა“,- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია