პოლიტიკა

კომპანია “მეტა” ევროკავშირისგან 1.2 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა

ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ რეკორდულად დიდი ჯარიმა 1,2 მილიარდი ევროს დააკისრა. ეს კომპანია სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“,„ინსტაგრამს“, ასევე მესენჯერ „ვოთსაფს“ ფლობს.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ „მეტამ“ დაარღვია ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპი, ვერ უზრუნველყო მომხმარებელთა პირათი მონაცემები და მათი დაცულობა. როგორც მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებაში განმარტეს, „მეტას“ მიერ ევროპელი მომხმარებლების მონაცემები აშშ-ში გადაიგზავნა. ამ დროს გამოყენებულ ლეგალურ ინსტრუმენტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომლითაც საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. უფრო ზუსტად, საუბარია აშშ-ის მხრიდან ევროპელი მოქალაქეების შესაძლო თვალთვალის რისკზე.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს კომპანია „მეტას“ წარმომადგენლებმა: „ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია და საშიშ პრეცედენტს ქმნის სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც მონაცემთა გადაცემის დროს იმავე ლეგალურ მექანიზმს იყენებენ, რასაც „მეტა““, – განაცხადეს კომპანიის იურისტებმა. მათივე თქმით, კომპანია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

აღსანიშნავია, რომ „მეტას“ წინააღმდეგ ბოლო ორ წელიწადში, საერთო ჯამში, სოლიდური ჯარიმა ოთხჯერ დაწესდა.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია