პოლიტიკა

„კოვიდ-19“-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა – „უოლ სთრით ჯორნალი“

SARS-CoV-2-ის კოროვირუსული ინფექციის გავრცელება, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ის დაავადებას, სავარაუდოდ, უჰანის ჩინური სამეცნიერო ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგი იყო. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის სააგენტოს შესწორებული შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება.

ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაზვერვის საიდუმლო ანგარიში თეთრ სახლსა და კონგრესს გადასცა, რომელიც შეიცავს ახალ დასკვნებს „კოვიდ 19“-ის პანდემიის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან ავარიული ინციდენტის შედეგად გაჟონა.

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია